დაბრუნების პოლიტიკა დისტანციურად დადებული

საქონლის ნასყიდობის

ხელშეკრულების შემთხვევაში

I. საქონლის დაბრუნების პოლიტიკა

https://pavon.ge-ზე შეძინილი პროდუქციის დაბრუნების უფლება მომხმარებელს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, აქვს მის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

II. ნივთის დაბრუნების/გაცვლის პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს ნივთი შემდეგ შემთხვევებში:

. გადაიფიქრეთნივთისშეძენა

. ნივთი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქციას;

მოვაჭრე უარს გეტყვით ნივთის დაბრუნებაზე/გაცვლაზე თუ:

  • მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, ლუქი, იარლიყი) (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა ნივთის შემოწმების მიზნით), დარღვეულია სარეალიზაციო იერსახე, დატანილი იარლიყი არის დაზიანებული, მოხსნილი, დაკარგული;
  • პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
  • პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი;
  • მომხმარებელმა არ წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( სველი ბეჭდით დამოწმებული საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება თანხის მიმღები კომპანია);

III. ნივთის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა

1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა (პირი, რომელმაც განახორციელა გადახდა ონლაინ) პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ჩვენი ელფოსტის მისამართზე: marketingpulllove@gmail.com უნდა გამოაგზავნოს შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა. განცხადებას ასევე უნდა დაურთოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სველი ბეჭდით დამოწმებული საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება თანხის მიმღები კომპანია), პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლი, ნივთის ფოტოები. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიას სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.

2. თუ თქვენ გსურთ ნივთის გადაცვლა ზომის, ფერის და/ან ნებისმიერი სხვა მახასიათებლის გამო:

  • ნივთი უნდა დააბრუნოთ განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა უშუალოდ მისამართზე: საქართველო, თბილისი, BBC, ბესიკის . 4 ან მოგვმართოთ და ჩვენი კურიერები უზრუნველყოფენ ნივთის დაბრუნებას მაღაზიაში, რისი ხარჯიც გადახდილი იქნება კომპანიის მიერ;
  • განაცხადის ფორმას თან დაურთოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სველი ბეჭდით დამოწმებული საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება თანხის მიმღები კომპანია);
  • პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია პროდუქტის ფერის ან ზომის გამო, იმავე მოდელის პროდუქტში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;
  • გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დოკუმენტები და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.

3. თუ თქვენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარს ამბობთ ხელშეკრულებაზე და ითხოვთ ნივთის დაბრუნებას და თანხის ანაზღაურებას, ამ შემთხვევაში:

  • ნივთი უნდა დააბრუნოთ განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა უშუალოდ მისამართზე: საქართველო, თბილისი, BBC, ბესიკის . 4 ან მოგვმართოთ და ჩვენი კურიერები უზრუნველყოფენ ნივთის დაბრუნებას მაღაზიაში, რისი ხარჯიც გადახდილი იქნება კომპანიის მიერ;

3.  კომპანიის მიერ  თანხის ანაზღაურება

1. როდესაც პროდუქცია მოაღწევს ჩვენს საწყობში, შემოწმდება დაბრუნების პირობების შესაბამისად. თუ ნივთები შეესაბამება მოცემულ პირობებს: თუ პროდუქცია გამოუყენებელია, დაუზიანებელია, ყველა დოკუმენტი თან ახლავს, სარეალიზაციო მდგომარეობა შენარჩუნებულია დაბრუნება დადასტურდება, რის შესახებაც მიიღებთ მოკლეტექსტურ შეტყობინებას. დაბრუნების პირობების დარღვევის შემთხვევაში გეცნობებათ დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ, მიზეზის მითითებით.

2. მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში. თანხა დაბრუნდება შეძენისას განხორციელებული გადახდის მეთოდით, იმავე ანგარიშზე.

3. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევასი კომპანიას უფლება აქვს უარის თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.

IV. უარყოფითი გადაწყვეტილება

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი უკან დაგიბრუნდებათ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;

V. ხელშეკრულების სხვა პირობები

წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა წარმოადგენს საქონლის ნასყიდობის დისტანციური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, შესაბამისად  მხარეთა ურთიერთობის ის პირობები, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე პოლიტიკით, რეგულირდება საქონლის ნასყიდობის დისტანციური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად.

განაცხადის ფორმა ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნება/გაცვლის თაობაზე

ნაკლიანი ნივთის დაბრუნების პოლიტიკა, პირობები და პროცედურა

I. ნაკლიანი ნივთის დაბრუნების პოლიტიკა

1.1. თუ მომხმარებელმა ნივთის ნაკლი პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება. აღნიშნული უფლებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.

1.2. თუ საქონელი ნაკლის (წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისათვის ნაკლად ითვლება ის დაფარული ნაკლი, რომელიც არ შეიძლებოდა ხილული ყოფილიყო საქონლის მფლობელობაში მიღების მომენტისათვის და აღმოჩნდა შემდგომში) მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

      1. საქონლის შეკეთება (შესაძლებლობის შემთხვევაში) ან შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა;
      2. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) თვეს. აღნიშნული ვადა საპატიო გარემოებების არსებობისას შესაძლოა გაგრძელდეს.
      3. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
      4. მომხმარებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთერთი შემდეგი პირობა:

() საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

() კომპანიამ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

() კომპანიის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

      1. მომხმარებელს უფლება აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
      2. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

II. ნაკლიანი საქონლის დაბრუნების პროცედურა და დადასტურება

2.1. საქონლის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა (პირი, რომელმაც გადახდა განახორციელა ონლაინ) ნაკლის აღმოჩენისთანავე, გონივრულ დროში:

  • ჩვენი ელფოსტის მისამართზე: marketingpulllove@gmail.com უნდა გამოაგზავნოს შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა/ განცხადებას ასევე უნდა დაურთოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სველი ბეჭდით დამოწმებული საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება თანხის მიმღები კომპანია), პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლი, ნივთის ფოტოები;
  • ნაკლიანი ნივთი პირადად ან კურიერის მეშვეობით გამოაგზავნოს მისამართზე:  საქართველო, თბილისი, BBC, ბესიკის . 4

2.2. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიას სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.

2.3. როდესაც საქონელი მოაღწევს ჩვენს საწყობში, გონივრულ ვადაში შემოწმდება დაბრუნების პირობების შესაბამისად და კომპანია მიიღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას () დააკმაყოფილებს მოთხოვნას საქონლის დაბრუნების/შეცვლის თაობაზე; () უარს იტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

2.3.1. მოთხოვნის (შეკეთება) დაკმაყოფილების შემთხვევაში ნივთი შეკეთდება გონივრულ ვადაში, არაუმეტეს 2 (ორი) თვისა. აღნიშნული ვადა საპატიო გარემოებების არსებობისას შესაძლოა გაგრძელდეს.

2.3.2. მოთხოვნის (შეცვლა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნივთი შეიცვლება ანალოგიური მოდელის ანალოგიური ფერის, ზომისა და მახასიათებლების ნივთით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან; შეცვლა განხორციელდება გონივრულ ვადაში არაუმეტეს 10 დღისა.

2.3.3. მოთხოვნის (დაბრუნება) დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. თანხა დაბრუნდება შეძენისას განხორციელებული გადახდის მეთოდით, იმავე ანგარიშზე.

2.3.4. თანხა დაბრუნებას ექვემდებარება ასევე იმ შემთხვევაში თუ 2.3.2. მუხლის შესაბამისად საწყობში ვერ მოიძებნა ანალოგიური მოდელის ანალოგიური ფერისა, ზომისა და მახასიათებლების ნივთი;

III. უარყოფითი გადაწყვეტილება

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი უკან დაგიბრუნდებათ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;

IV. ხელშეკრულების სხვა პირობები

წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა წარმოადგენს საქონლის ნასყიდობის დისტანციური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, შესაბამისად  მხარეთა ურთიერთობის ის პირობები, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე პოლიტიკით, რეგულირდება საქონლის ნასყიდობის დისტანციური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად. 

 

განაცხადის ფორმა ნივთის ნაკლის თაობაზე