ტრანსპორტირება –

  1. კომპანია ნივთის მიწოდებას უზრუნველყოფს სს „საქართველოს ფოსტის“ კურიერის მეშვეობით, მომხმარებელს ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით დამატებითი ხარჯები არ დაეკისრება.
  2. ქალაქ თბილისის მასშტაბით მომხმარებელს ნივთი გადაეცემა შეძენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონებში ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
  3. თუ საქონლის მარაგი ამოიწურა კომპანია აცნობებს მომხმარებელს და დაუყოვნებლივ უბრუნებს გადახდილ თანხას.~
  4. მომხმარებელი ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრული მესამე პირი ვალდებულია ნივთის მიღებისთანავე კურიერის თანდასწრებით, შეამოწმოს გადაცემული ნივთი და იმ შემთხვევაში თუ ნივთს აღენიშნება რაიმე სახის აშკარა, ხილული ნაკლი/დაზიანება/ხარვეზი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას თანხის დაბრუნების ან ნივთის გადაცვლის თაობაზე.
  5. ნივთის ჩაბარებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნას, ნივთის უნაკლოობის თაობაზე. მომხმარებელი ვალდებულია მეილის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში დაადასტუროს, რომ ჩაბარდა უნაკლო ნივთი. წინამდებარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ნივთს არ აღენიშნებოდა რაიმე სახის აშკარა, ხილული ნაკლი/დაზიანება/ხარვეზი.