საქონლის ნასყიდობის დისტანციური ხელშეკრულება
შპს „ფულ“ საიდენტიფიკაციო ნომერი 402036042 („კომპანია“) როგორც ლუქს მოდის ინდუსტრიის პლატფორმის „Pavon Group“-ის შემქმნელი, რომელიც მომხმარებლებს აკავშირებს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დიზაინერებთან, ბრენდებთან საქართველოში:
გთავაზობთ მაღალი ხარისხის ორიგინალი ფეხსაცმელების მიწოდების სერვისს საქართველოში.
წინამდებარე პირობები წარმოადგენს შპს „ფულ“-ის ონლაინ მაღაზიით სარგებლობის პირობებს და მასზე დათანხმებით ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით ხელშეკრულების შინაარს, მათ შორის ინფორმაციას კომპანიისა და კლიენტის უფლება-მოვალეობების, ნივთების შეძენისა და დაბრუნების წესებისა და პროცედურის შესახებ.
ტერმინთა განმარტება
კომპანია/ჩვენ – შპს „ფულ“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 402036042), იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, ბაქოს ქ., №10, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ბესიკის ქ. 4)
ტელეფონის ნომერი – კომპანიასთან საკონტაქტო ნომერი: +995 550 503 310
ელექტრონული ფოსტა – კომპანიასთან საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი marketingpulllove@gmail.com
მომხმარებელი/თქვენ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს კომპანიის ონლაინ მაღაზიით.
მხარეები – კომპანია/ჩვენ და მომხმარებელი/თქვენ
მაღაზია/მაღაზიები – კომპანიის საკუთრებაში არსებული შემდეგი მაღაზიები: VABENE („გალერია თბილისი“; ვაჟა-ფშაველას N10), TRUSSARDI („გალერია თბილისი“), FURLA („გალერია თბილისი“) BENE SHOES („გალერია თბილისი“, სითი მოლი),
ვებ-გვერდი – Pavon.ge, სადაც განთავსებულია კომპანიის ონლაინ მაღაზია
ონლაინ მაღაზია – ვებგვერდ Pavon.ge-ზე განთავსებული ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებელს კომპანიის პროდუქციის შეძენა შეუძლიათ დისტანციურად.
სოციალური ქსელი – კომპანიის Facebook გვერდი “Pavon Group”, კომპანიის Instagram გვერდი “pavon.group”
ანგარიში – მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიში, რომელიც შეიცავს ინფორმაცია მომხამრებლის შესახებ.
ხელშეკრულება – წინამდებარე საქონლის ნასყიდობის დისტანციური ხელშეკრულების პირობები, რომელიც არეგულირებს მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს, რაზე თანხმობასაც მომხმარებელი გამოხატავს ვებ გვერდზე არსებული ველის მონიშვნით. ნივთი/საქონელი – კომპანიის ონლაინ მაღაზიაში განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი, რომლის შეძენაც შეუძლია მომხმარებელს.
- განცხადებები და გარანტიები
1.1. წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
ა. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი;
ბ. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს Pavon.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
1.2. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
1.3. გაეცნო ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
1.4. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
1.5. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული Pavon.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. Pavon.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
1.6. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
- ინფორმაცია საქონელზე და გამჭირვალობა
2.1. საქონლის ზუსტი და მკაფიო აღწერა: ონლაინ მაღაზიაში განთავსებული თითოეული საქონელი, შეიცავს ზუსტ აღწერას საქონლის მწარმოებელი კომპანიის, ზომის, ფერის, აგრეთვე სხვა ძირითადი სპეციფიკაციების შესახებ. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ონლაინ მაღაზიაში განთავსებული ფოტოები შეესაბამებოდეს საქონლის რეალურ ფერს, მაგრამ ფოტოგრაფირებამ, ასევე მომხმარებლის მიერ გამოყენებულმა მოწყობილობებმა შესაძლოა გამოიწვიოს ფერის ცვლილება;
2.2. ფასის გამჭირვალობა: ონლაინ მაღაზიაში მოცემული ფასები მოიცავს ყველა შესაძლო გადასახადს, მათ შორის ნივთის მიწოდების ღირებულებას. მომხმარებლები ინფორმირებულები იქნებიან ფასის ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის ფასდაკლებების შესახებ, იმ პირობის დაცვით, რომ ნივთზე/საქონელზე მითითებული იქნება როგორც ძველი, ისე ახალი ფასი; ონლაინ მაღაზიაში გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, გადახდის განხორციელებისთანავე ნივთი ითვლება მომხმარებლის მიერ შეძენილად;
2.3. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: ინფორმაცია პროდუქტზე, აგრეთვე გამოყენებისა და მოვლის წესები/პირობები პასპორტის, ინსტრუქციის ან იარლიყის სახით თან ერთვის თითოეულ პროდუქტს; დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიას დაუკავშირდეს სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.
- უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტი
3.1. ჩვენი მაღაზია წარმოადგენს ლუქს მოდის ინდუსტრიის ბრენდების ოფიციალურ რეალიზატორს საქართველოში, შესაბამისად ჩვენს მიერ წარმოდგენილი საქონელი არის ორიგინალი, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომლის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტი შეესაბამება ევროკავშირის მიერ დადგენილ რეგულაციებს;
3.2. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ნივთის მოხმარების წესები, რომელიც ინსტრუქციის/პასპორტის სახით ერთვის პროდუქტს. მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევაში, კომპანია პასუხისმგებელი არაა ნივთისთვის მიყენებულ ზიანზე.
- საქონლის/ნივთის დაბრუნების პოლიტიკა
4.1. მომხმარებელს უფლება აქვს გაცვალოს/დააბრუნოს შეძენილი საქონელი/ნივთი შემდეგი გარემოებების არსებობისას:
(ა) ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმისას, წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით;
(ბ) ნაკლის გამოვლენისას წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით;
4.2. ნივთის დაბრუნებისას დაცული უნდა იქნეს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დაბრუნების პირობები;
- მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმა და უარის თქმის დაუშვებლობა
5.1. მომხმარებელი უფლებამოსილია ნივთის მომხმარებლის ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებაზე უარის თქმისას ნივთის დაბრუნების პოლიტიკა, პირობები და პროცედურა განისაზღვრება ხელშეკრულების დანართი „ა“-ის მიხედვით.
5.2. მომხმარებელი უფლებამოსილი არაა უარი თქვას ხელშეკრულებაზე საქართველოს კანონით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ განსაზღვრულ შემთხვევებში, მათ შორის, თუ:
5.2.1. საქონელი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
5.2.2. მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
5.2.3. მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
5.2.4. მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
- ნაკლიანი ნივთის დაბრუნების პირობები და პროცედურა
6.1. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება. აღნიშნული უფლებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.
6.2. ნაკლიანი ნივთის დაბრუნების პოლიტიკა, პირობები და პროცედურა განისაზღვრება ხელშეკრულების დანართი „ბ“-ის მიხედვით.
- მიწოდების და ტრანსპორტირების პირობები
7.1. კომპანია ნივთის მიწოდებას უზრუნველყოფს სს „საქართველოს ფოსტის“ კურიერის მეშვეობით, მომხმარებელს ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით დამატებითი ხარჯები არ დაეკისრება.
7.2. ქალაქ თბილისის მასშტაბით მომხმარებელს ნივთი გადაეცემა შეძენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონებში ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
7.3. თუ საქონლის მარაგი ამოიწურა კომპანია აცნობებს მომხმარებელს და დაუყოვნებლივ უბრუნებს გადახდილ თანხას.
7.4. მომხმარებელი ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრული მესამე პირი ვალდებულია ნივთის მიღებისთანავე კურიერის თანდასწრებით, შეამოწმოს გადაცემული ნივთი და იმ შემთხვევაში თუ ნივთს აღენიშნება რაიმე სახის აშკარა, ხილული ნაკლი/დაზიანება/ხარვეზი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას თანხის დაბრუნების ან ნივთის გადაცვლის თაობაზე.
7.5. ნივთის ჩაბარებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნას, ნივთის უნაკლოობის თაობაზე. მომხმარებელი ვალდებულია მეილის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში დაადასტუროს, რომ ჩაბარდა უნაკლო ნივთი. წინამდებარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ნივთს არ აღენიშნებოდა რაიმე სახის აშკარა, ხილული ნაკლი/დაზიანება/ხარვეზი.
- პერსონალური მონაცების დაცვა
8.1. ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას და თქვენი მონაცემების დაცვის მნიშვნელობას; ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თქვენი კონფიდენციალურობა კონფიდენციალურობის რეგულირების უმაღლესი დონის შესაბამისად.
8.2. როდესაც თქვენ ყიდულობთ ან ცდილობთ შესყიდვას, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, როგორც თქვენი შეკვეთის ინფორმაციის ნაწილს.
ეს მონაცემები მოიცავს:
(ა) ანგარიშის შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი, ელ.ფოსტის მისამართი და პაროლი
(ბ) გადახდის შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი ბილინგის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკრედიტო ბარათი, სადებეტო ბარათი ან გადახდის სხვა მეთოდი
თუ თქვენ მოგვაწვდით ჩვენ ან ჩვენს სერვის პროვაიდერებს სხვა პირებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების შესახებ, თქვენ აცხადებთ, რომ თქვენ გაქვთ ამის უფლება და აღიარებთ, რომ ის გამოყენებული იქნება წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები არასწორად მოგვაწოდეს, ან სხვაგვარად გამოიყენოთ თქვენი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ;
8.3. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებს თქვენი თანხმობით, რათა მივაწოდოთ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი პროდუქტები, სერვისები და გავიგოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ისინი.
- დაცვის გარანტიები და დავათა გადაწყვეტა
მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოებს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ან შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოს.
დანართი „ა“
დაბრუნების პოლიტიკა დისტანციურად დადებული
საქონლის ნასყიდობის
ხელშეკრულების შემთხვევაში
I. საქონლის დაბრუნების პოლიტიკა
https://pavon.ge-ზე შეძინილი პროდუქციის დაბრუნების უფლება მომხმარებელს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, აქვს მის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
II. ნივთის დაბრუნების/გაცვლის პირობები
მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს ნივთი შემდეგ შემთხვევებში:
ა. გადაიფიქრეთ ნივთის შეძენა
ბ. ნივთი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქციას;
მოვაჭრე უარს გეტყვით ნივთის დაბრუნებაზე/გაცვლაზე თუ:
- მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, ლუქი, იარლიყი) (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა ნივთის შემოწმების მიზნით), დარღვეულია სარეალიზაციო იერსახე, დატანილი იარლიყი არის დაზიანებული, მოხსნილი, დაკარგული;
- პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
- პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი;
- მომხმარებელმა არ წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( სველი ბეჭდით დამოწმებული საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება თანხის მიმღები კომპანია);
III. ნივთის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა
- პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა (პირი, რომელმაც განახორციელა გადახდა ონლაინ) პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: marketingpulllove@gmail.com უნდა გამოაგზავნოს შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა. განცხადებას ასევე უნდა დაურთოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სველი ბეჭდით დამოწმებული საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება თანხის მიმღები კომპანია), პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლი, ნივთის ფოტოები. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიას სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.
- თუ თქვენ გსურთ ნივთის გადაცვლა ზომის, ფერის და/ან ნებისმიერი სხვა მახასიათებლის გამო:
- ნივთი უნდა დააბრუნოთ განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა უშუალოდ მისამართზე: საქართველო, თბილისი, BBC, ბესიკის ქ. 4 ან მოგვმართოთ და ჩვენი კურიერები უზრუნველყოფენ ნივთის დაბრუნებას მაღაზიაში, რისი ხარჯიც გადახდილი იქნება კომპანიის მიერ;
- განაცხადის ფორმას თან დაურთოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სველი ბეჭდით დამოწმებული საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება თანხის მიმღები კომპანია);
- პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია პროდუქტის ფერის ან ზომის გამო, იმავე მოდელის პროდუქტში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;
- გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დოკუმენტები და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
- თუ თქვენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარს ამბობთ ხელშეკრულებაზე და ითხოვთ ნივთის დაბრუნებას და თანხის ანაზღაურებას, ამ შემთხვევაში:
- ნივთი უნდა დააბრუნოთ განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა უშუალოდ მისამართზე: საქართველო, თბილისი, BBC, ბესიკის ქ. 4 ან მოგვმართოთ და ჩვენი კურიერები უზრუნველყოფენ ნივთის დაბრუნებას მაღაზიაში, რისი ხარჯიც გადახდილი იქნება კომპანიის მიერ;
- კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურება
- როდესაც პროდუქცია მოაღწევს ჩვენს საწყობში, შემოწმდება დაბრუნების პირობების შესაბამისად. თუ ნივთები შეესაბამება მოცემულ პირობებს: თუ პროდუქცია გამოუყენებელია, დაუზიანებელია, ყველა დოკუმენტი თან ახლავს, სარეალიზაციო მდგომარეობა შენარჩუნებულია დაბრუნება დადასტურდება, რის შესახებაც მიიღებთ მოკლე-ტექსტურ შეტყობინებას. დაბრუნების პირობების დარღვევის შემთხვევაში გეცნობებათ დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ, მიზეზის მითითებით.
- მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში. თანხა დაბრუნდება შეძენისას განხორციელებული გადახდის მეთოდით, იმავე ანგარიშზე.
- ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევასი კომპანიას უფლება აქვს უარის თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.
IV. უარყოფითი გადაწყვეტილება
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი უკან დაგიბრუნდებათ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
V. ხელშეკრულების სხვა პირობები
წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა წარმოადგენს საქონლის ნასყიდობის დისტანციური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, შესაბამისად მხარეთა ურთიერთობის ის პირობები, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე პოლიტიკით, რეგულირდება საქონლის ნასყიდობის დისტანციური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად.
დანართი „ბ“
ნაკლიანი ნივთის დაბრუნების პოლიტიკა, პირობები და პროცედურა
I. ნაკლიანი ნივთის დაბრუნების პოლიტიკა
1.1. თუ მომხმარებელმა ნივთის ნაკლი პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება. აღნიშნული უფლებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.
1.2. თუ საქონელი ნაკლის (წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისათვის ნაკლად ითვლება ის დაფარული ნაკლი, რომელიც არ შეიძლებოდა ხილული ყოფილიყო საქონლის მფლობელობაში მიღების მომენტისათვის და აღმოჩნდა შემდგომში) მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება (შესაძლებლობის შემთხვევაში) ან შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა;
-
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) თვეს. აღნიშნული ვადა საპატიო გარემოებების არსებობისას შესაძლოა გაგრძელდეს.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
(ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
(ბ) კომპანიამ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
(გ) კომპანიის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
II. ნაკლიანი საქონლის დაბრუნების პროცედურა და დადასტურება
2.1. საქონლის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა (პირი, რომელმაც გადახდა განახორციელა ონლაინ) ნაკლის აღმოჩენისთანავე, გონივრულ დროში:
- ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: marketingpulllove@gmail.com უნდა გამოაგზავნოს შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა/ განცხადებას ასევე უნდა დაურთოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სველი ბეჭდით დამოწმებული საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება თანხის მიმღები კომპანია), პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლი, ნივთის ფოტოები;
- ნაკლიანი ნივთი პირადად ან კურიერის მეშვეობით გამოაგზავნოს მისამართზე: საქართველო, თბილისი, BBC, ბესიკის ქ. 4ლ
2.2. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიას სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.
2.3. როდესაც საქონელი მოაღწევს ჩვენს საწყობში, გონივრულ ვადაში შემოწმდება დაბრუნების პირობების შესაბამისად და კომპანია მიიღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას (ა) დააკმაყოფილებს მოთხოვნას საქონლის დაბრუნების/შეცვლის თაობაზე; (ბ) უარს იტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
2.3.1. მოთხოვნის (შეკეთება) დაკმაყოფილების შემთხვევაში ნივთი შეკეთდება გონივრულ ვადაში, არაუმეტეს 2 (ორი) თვისა. აღნიშნული ვადა საპატიო გარემოებების არსებობისას შესაძლოა გაგრძელდეს.
2.3.2. მოთხოვნის (შეცვლა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნივთი შეიცვლება ანალოგიური მოდელის ანალოგიური ფერის, ზომისა და მახასიათებლების ნივთით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან; შეცვლა განხორციელდება გონივრულ ვადაში არაუმეტეს 10 დღისა.
2.3.3. მოთხოვნის (დაბრუნება) დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. თანხა დაბრუნდება შეძენისას განხორციელებული გადახდის მეთოდით, იმავე ანგარიშზე.
2.3.4. თანხა დაბრუნებას ექვემდებარება ასევე იმ შემთხვევაში თუ 2.3.2. მუხლის შესაბამისად საწყობში ვერ მოიძებნა ანალოგიური მოდელის ანალოგიური ფერისა, ზომისა და მახასიათებლების ნივთი;
III. უარყოფითი გადაწყვეტილება
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი უკან დაგიბრუნდებათ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
IV. ხელშეკრულების სხვა პირობები
წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა წარმოადგენს საქონლის ნასყიდობის დისტანციური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, შესაბამისად მხარეთა ურთიერთობის ის პირობები, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე პოლიტიკით, რეგულირდება საქონლის ნასყიდობის დისტანციური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად.