ტრანსპორტირება –
- კომპანია ნივთის მიწოდებას უზრუნველყოფს სს „საქართველოს ფოსტის“ კურიერის მეშვეობით, მომხმარებელს ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით დამატებითი ხარჯები არ დაეკისრება.
- ქალაქ თბილისის მასშტაბით მომხმარებელს ნივთი გადაეცემა შეძენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონებში ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
- თუ საქონლის მარაგი ამოიწურა კომპანია აცნობებს მომხმარებელს და დაუყოვნებლივ უბრუნებს გადახდილ თანხას.~
- მომხმარებელი ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრული მესამე პირი ვალდებულია ნივთის მიღებისთანავე კურიერის თანდასწრებით, შეამოწმოს გადაცემული ნივთი და იმ შემთხვევაში თუ ნივთს აღენიშნება რაიმე სახის აშკარა, ხილული ნაკლი/დაზიანება/ხარვეზი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას თანხის დაბრუნების ან ნივთის გადაცვლის თაობაზე.
- ნივთის ჩაბარებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნას, ნივთის უნაკლოობის თაობაზე. მომხმარებელი ვალდებულია მეილის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში დაადასტუროს, რომ ჩაბარდა უნაკლო ნივთი. წინამდებარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ნივთს არ აღენიშნებოდა რაიმე სახის აშკარა, ხილული ნაკლი/დაზიანება/ხარვეზი.